|
2023-12-11 09:45:36, 825 ნახვა
მსოფლიო
„ჰამასი“ ისრაელს - თუ ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებთ, ღაზას სექტორიდან მძევლები ცოცხლები ვერ გამოვლენ
არცერთი ცოცხალი მძევალი არ დატოვებს ღაზას სექტორს, თუ პატიმრების გათავისუფლების შესახებ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, - ამის შესახებ განცხადებას ტერორისტული ორგანიზაია "ჰამასის" სამხედრო ფრთის, ალ-კასამის ბრიგადების სპიკერი აბუ ობეიდა ავრცელებს. მისი თქმით, "ჰამასი" გააგრძელებს ისრაელის ძალებთან ბრძოლას. "ვერც მტერი და მისი ამპარტავანი ხელმძღვანელობა და ვერც მისი მხარდამჭერები ვერ ახერხებენ თავიანთი პატიმრების ცოცხლად გაყვანას მოლაპარაკებისა და წინააღმდეგობის მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე... ჩვენ არ გვაქვს სხვა გზა გარდა იმისა, რომ ვებრძოლოთ ოკუპანტს ყველა უბანში, ქუჩასა და ხეივანში", - განაცხადა ობეიდამ. The Times Of Israeli-ის ცნობით, "ჰამასის" ტყვეობაში ამ დრომდე 137 მძევალი რჩება. ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 24 ნოემბერს ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა, ტერორისტული დაჯგუფების მიერ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორში გატაცებული მძევლების გათავისუფლების რამდენიმე რაუნდი შედგა, რის სანაცვლოდაც ისრაელმა პალესტინელი პატიმრები გაათავისუფლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)