23:25 - 26 May, 2026
|
2023-12-10 18:05:07, 1053 ნახვა
მსოფლიო
ნეთანიაჰუმ პუტინთან სატელეფონო საუბრისას, ღაზას კონფლიქტზე რუსეთის პოზიციის გამო, უკმაყოფილება გამოთქვა
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ისრაელის პრემიერის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეთანიაჰუმ პუტინთან საუბრისას, ღაზას სექტორში კონფლიქტთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციის გამო, უკმაყოფილება გამოთქვა. პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტი ირანთან "სახიფათო თანამშრომლობის" გამოც გააკრიტიკა. "როგორც გერმანია გაიწმინდა ნაცისტებისგან, არც ერთი ნაცისტი არ არის ოფიციალურ ოფისებში - იგივე იქნება"ჰამასის" შემთხვევაში",- თქვა ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბრისას. მანვე, რუსეთის მოქალაქეობის მქონე ისრაელელის ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის, ვლადიმერ პუტინს მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)