23:25 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-09 11:27:57, 932 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - ველოდებით, რომ ევროკავშირის ლიდერების მიერ უკრაინის ძალისხმევა ღირსეულად იქნება შეფასებული

ველოდებით, რომ უკრაინის ძალისხმევა ღირსეულად იქნება შეფასებული ევროკავშირის ლიდერების მიერ და უკრაინისთვის მიცემული ევროპული დაპირებები შესრულდება, - ამის შესახებ ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის რადამ, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, აუცილებელი კანონებიც მიიღო და ვენეციის კომისიის დასკვნები გაითვალისწინა.

„უკრაინა ყველა ვალდებულებას ასრულებს. ჩვენ უკვე არაერთხელ დავამტკიცეთ ეს. დღეს უკრაინის რადამ მიიღო აუცილებელი კანონები ევროკომისიის რეკომენდაციებთან შესაბამისად ანტიკორუფციულ და ეროვნული უმცირესობების უფლებების სფეროში. გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის დასკვნები – კონკრეტულად, ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით. ველოდებით, რომ უკრაინის ძალისხმევა იქნება ღირსეულად შეფასებული ევროკავშირის ლიდერების მიერ და უკრაინისთვის მიცემული შესაბამისი ევროპული დაპირებები შესრულდება. ჩვენ გვქონდა შვიდი რეკომენდაცია - ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რასაც ჩვენგან დეკემბერში ელოდნენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics