|
2023-12-07 18:54:28, 706 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი - სენატს მოვუწოდებ, მხარი დაუჭიროს უკრაინულ ერს და პუტინის ტირანიის წინააღმდეგ დადგეს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სენატს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების პაკეტის მხარდაჭერას მოუწოდებს. ამის შესახებ ბაიდენმა სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილ Twitter-ზე) გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ბაიდენმა სენატს მოუწოდა დადგეს პუტინის ტირანიის წინააღმდეგ და მხარი დაუჭიროს თავისუფლებას. "მე ვიცი, რომ შიგნით უთანხმოებები გვაქვს. მოდით, ისინი წარსულში დავტოვოთ. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს, რას იზამს შეერთებული შტატები. ვფიქრობ, უკრაინას მხარს თუ არ დავუჭერთ, რას იზამს დანარჩენი მსოფლიო? რას იზამს იაპონია, რომელიც ახლა უკრაინას უჭერს მხარს? რა დაემართება "დიდი შვიდეულის" პირობებს? რა დაემართება ნატოს პირობებს, რას გააკეთებენ ისინი? ჩვენ თუ გვერდით გავალთ, სხვა შესაძლო აგრესორებს ეს მხოლოდ წააქეზებს. სწორედ ამიტომ, სენატს მოვუწოდებ, რამე ქნას, სწორი რამ - მხარი დაუჭიროს უკრაინულ ერს და დადგეს პუტინის ტირანიის წინააღმდეგ. მხარი დაუჭიროს თავისუფლებას", - განაცხადა ბაიდენმა. შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დაფინანსების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა დაბლოკა. კანონპროექტის ჩავარდნის მიზეზი სენატში გამართული პროცედურული კენჭისყრის დროს წინსვლისთვის საკმარისი ხმები არქონა გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)