22:25 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-07 17:41:09, 669 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი - მჯერა, სტრატეგიული საბჭოს შეხვედრა თურქეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობების გაძლიერების საშუალება იქნება

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი საბერძნეთის პრეზიდენტს, კატერინა საკელაროპულუს შეხვდა.

როგორც ერდოღანი აღნიშნავს, მას სჯერა, რომ სტრატეგიული საბჭოს შეხვედრა თურქეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობების გაძლიერების საშუალება იქნება.

„მჯერა, ჩვენი რიგით მეხუთე მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შეხვედრა იქნება საშუალება თურქეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობების გაძლიერებისა და გაგრძელებისთვის“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

საბერძნეთის პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ აუცილებელია, საბერძნეთმა და თურქეთმა ერთად იმუშაონ, რათა დაიცვან მშვიდობა და სტაბილურობა.

„ტრაგიკული მოვლენები, რომლებიც ჩვენმა ქვეყნებმა წელს გადაიტანეს, გახდა მიზეზი, კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა, რომ რთულ პირობებში სოლიდარობის გრძნობა და ჰუმანურობის ჩვენება საერთო მახასიათებელია, რომელიც აერთიანებს ორივე ხალხს. ექვსი წლის გასვლის შემდეგ დღეს საბერძნეთში თქვენი ყოფნა ასახავს პოზიტიურ კლიმატს“, -  განაცხადა კატერინა საკელაროპულუსმა.

ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს საბერძნეთში ჩავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics