22:25 - 26 May, 2026
|
2023-12-07 14:47:35, 634 ნახვა
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა [ვიდეო]
ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია РИА Новости ავრცელებს. მედიის ცნობით, იბრაჰიმ რაისი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება და მასთან ორმხრივ ურთიერთობებს, ეკონომიკურ კავშირებს, რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავს. მედიის ცნობითვე, შეხვედრის მთავარი თემა ღაზას სექტორში არსებული ვითარება იქნება. ცნობისთვის, ეს რუსეთში ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის მეორე ვიზიტი იქნება მას შემდეგ, რაც ის 2021 წლის აგვისტოში ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. აღსანიშნავია, რომ რაისისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბოლო კომუნიკაცია 16 ოქტომბერს შედგა, როდესაც მათ სატელეფონო საუბრისას ღაზას სექტორში არსებული ვითარება განიხილეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)