22:25 - 26 May, 2026
|
2023-12-07 08:49:53, 678 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სენატმა უკრაინისა და ისრაელის დახმარების შესახებ კანონპროექტი დაბლოკა
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დაფინანსების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა დაბლოკა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, კანონპროექტმა სენატში გამართული პროცედურული კენჭისყრის დროს წინსვლისთვის საკმარისი ხმები ვერ მიიღო. "კანონპროექტის მიღებისთვის 60 სენატორის ხმა იყო საჭირო. კანონპროექტს მხარი 51-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 49 წავიდა. კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა ყველა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა და დამოუკიდებელმა სენატორმა, ბერნი სანდერსმა მისცა", - წერს გამოცემა. გამოცემის ცნობითვე, კანონპროექტი 106 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსების გამოყოფას ითვალისწინებდა, საიდანაც 61 მილიარდი უკრაინის დახმარებისთვის იყო განკუთვნილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)