|
2023-12-06 17:04:01, 751 ნახვა
მსოფლიო
სიიარტო - ზეწოლის მიუხედავად, უნგრეთი არ აპირებს, უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით პოზიცია შეცვალოს
ნებისმიერი ზეწოლის მიუხედავად, უნგრეთი არ აპირებს, შეცვალოს პოზიცია უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წერს. როგორც სიიარტოს აღნიშნავს, უკრაინა გაწევრიანების მოლაპარაკებებისგან ძალიან შორს არის და "ამიტომ, ჯერ უფრო დროული იქნებოდა სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება". „უნგრეთის პოზიცია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გააზრებული და დასაბუთებულია, მასში არავითარი შანტაჟი ან თამაში არ არის. ჩვენ კატეგორიულად უარს ვამბობთ იმ საკითხების არევაზე, რომლებსაც არავითარი კავშირი არ გააჩნიათ. უკრაინა უბრალოდ ძალიან შორს არის გაწევრიანებისთვის შესაფერისობისგან ან ამაზე მოლაპარაკებებისგან. ამიტომ, ჯერ უფრო დროული იქნებოდა სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება. ევროპული ერთიანობის შესანარჩუნებლად, ჩვენ გთავაზობთ, მომდევნო კვირის ბრიუსელის შეხვედრის დღის წესრიგიდან მოხსნათ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება“, - წერს სიიარტო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)