|
2023-12-06 16:17:18, 969 ნახვა
მსოფლიო
IDF - ჯარისკაცებმა ღაზას სექტორში იარაღის ერთ-ერთი უდიდესი საწყობი აღმოაჩინეს
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, 460-ე ჯავშანსატანკო ბრიგადის და ნაჰალის ბრიგადის 50-ე ბატალიონის ჯარისკაცებმა, ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ოპერაციების დროს, "ჰამასის" იარაღის ერთ-ერთი უდიდესი სათავსო აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC-ის რუსულენოვანი სამსახური წერს. IDF-ის ინფორმაციით, საავადმყოფოსა და სკოლის მახლობლად მდებარე სათავსოში ასობით RPG-ს, ათობით ტანკსაწინააღმდეგო რაკეტას, ასაფეთქებელ ნივთიერებებს, შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებსა და ყუმბარებს ინახავდნენ. "ტერორისტების მთელი ინფრასტრუქტურა აღმოაჩინეს სამოქალაქო შენობების გვერდით. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რამდენად ცინიკურად იყენებს ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასი" ღაზას სექტორის მცხოვრებლებს ფარად",- ამბობენ IDF-ში. თავდაცვის ძალების ოფიციალური პირების განცხადებით, იარაღის ნაწილი განადგურდა, ნაწილი კი ისრაელში შემდგომი შესწავლისთვის გადაიტანეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)