01:47 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-06 10:25:31, 1438 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 48 დრონიდან 41 გავანადგურეთ

უკრაინამ, 6 დეკემბრის ღამეს, რუსეთის მიერ გაშვებული 48 დრონიდან 41 გაანადგურა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს.

საჰაერო ძალების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება ყირიმიდან და რუსეთის კურსკის ოლქიდან დაფიქსირდა.

"2023 წლის 6 დეკემბრის ღამეს ოკუპანტებმა უკრაინას Shahed-ის ტიპის უპილოტო აპარატებით შეუტიეს, რომელთა გაშვება ორი მიმართულებით დაფიქსირდა - ყირიმიდან და რუსეთის კურსკის ოლქიდან.

სულ დაფიქსირდა 48 Shahed-136/131-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის გაშვება. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა მტრის 41 დრონი გაანადგურეს. თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საბრძოლო თვითმფრინავები, საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური სახანძრო ჯგუფები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics