22:25 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-06 09:50:20, 1003 ნახვა

მსოფლიო
მედია - დიდმა ბრიტანეთმა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების ახალი 37 მილიონი ფუნტი სტერლინგის ოდენობის პაკეტის თაობაზე გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, აღნიშნული პაკეტი უკრაინისა და მისი რეგიონისთვის 2023-2024 წლებისთვისაა გათვალისწინებული.

"აღნიშნული დაფინანსება არის დიდი ბრიტანეთის ჰუმანიტარული დახმარების, 127 მილიონი ფუნტი სტერლინგის ნაწილი, რომელიც უკრაინისა და რეგიონისთვის 2023-2024 წლებისთვისაა გათვალისწინებული და რომლის შესახებ ქვეყანამ ივნისში, უკრაინის აღდგენის საკითხზე გამართულ კონფერენციაზე განაცხადა“, - წერს მედია.

ცნობისთვის, ომის დაწყების შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა უკრაინისთვის სამხედრო, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარებისთვის საერთო ჯამში 9.3 მილიარდი ფუნტი სტერლინგი გამოყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics