|
2023-12-05 19:16:51, 693 ნახვა
მსოფლიო
სლოვაკეთის საგარეო მინისტრი - არსებულ პირობებში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ვერ წარმომიდგენია
არსებულ პირობებში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ვერ წარმომიდგენია, - ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარიმ განაცხადა. ბლანარის თქმით, უკრაინისათვის უნდა არსებობდეს მომავალში წევრობის პერსპექტივა, მაგრამ ყველა იმ წესის დაცვით, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა სხვა ქვეყნისთვის არსებობს. "ეს ძალიან სერიოზული საკითხია. მაგრამ დღევანდელ ვითარებაში ვერ წარმომიდგენია [უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება]. მე მაინტერესებს, მაგალითად, როგორ დაასაბუთებს ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას და უპასუხებს კითხვას, როგორ შეგვიძლია დავიწყოთ მოლაპარაკებები სამხედრო კონფლიქტში მყოფ ქვეყანასთან", - განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)