21:35 - 26 May, 2026
|
2023-12-05 13:26:17, 843 ნახვა
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი 7 დეკემბერს მოსკოვში ჩავა
ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი 7 დეკემბერს მოსკოვს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Tasnim-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, ვიზიტი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწვევით შედგება. როგორც მედია წერს, რაისი და პუტინი ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობას, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ. რაისის დელეგაციის შემადგენლობა ჯერ არ სახელდება. ცნობისთვის, ეს რუსეთში ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის მეორე ვიზიტი იქნება მას შემდეგ, რაც ის 2021 წლის აგვისტოში ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. აღსანიშნავია, რომ რაისისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბოლო კომუნიკაცია 16 ოქტომბერს შედგა, როდესაც მათ სატელეფონო საუბრისას ღაზას სექტორში არსებული ვითარება განიხილეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)