|
2023-12-05 10:23:46, 974 ნახვა
მსოფლიო
ბრაზილიის პრეზიდენტი - პუტინი მიწვეული იქნება G20-ის სამიტზე რიო-დე-ჟანეიროში, თუმცა, შესაძლოა, იქ დააპატიმრონ
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიწვეული იქნება G20-ის სამიტზე რიო-დე-ჟანეიროში, თუმცა, ბრაზილიამ, შესაძლოა, ის დააკავოს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ორდერით,- ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ განაცხადა. ლულა და სილვას თქმით, პუტინმა ვიზიტის შესაძლო "შედეგი" წინასწარ უნდა შეაფასოს. "თუ პუტინი მოვა ბრაზილიაში G20-ის შეხვედრაზე, მან იცის, რა შეიძლება მოხდეს",- ამბობს პრეზიდენტი. შეგახსენებთ, მარტში, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციის გამო, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საკითხებში ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა. ყველა ქვეყანა, რომელმაც რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა, ვალდებულია, დააკავოს პუტინი, თუ ის მათ სახელმწიფოებს ესტუმრება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)