|
2023-12-05 09:20:55, 740 ნახვა
მსოფლიო
სალივანი კონგრესს - უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგ ხმის მიცემა არის ხმა პუტინის სტრატეგიული პოზიციის გაუმჯობესების სასარგებლოდ
კონგრესის ნებისმიერი წევრი, რომელიც მხარს არ უჭერს უკრაინის დაფინანსებას, ხმას აძლევს შედეგს, რომელიც გაუადვილებს პუტინს გამარჯვებას, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა. სალივანის თქმით, კონგრესის მიერ უკრაინისთვის დამატებითი დახმარების წინააღმდეგ ხმის მიცემა დააზარალებს კიევს და დაეხმარება რუსეთს. „მჯერა, რომ კონგრესის ნებისმიერი წევრი, რომელიც მხარს არ უჭერს უკრაინის დაფინანსებას, ხმას აძლევს შედეგს, რომელიც გაუადვილებს პუტინს გამარჯვებას. ანუ უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგ ხმის მიცემა არის ხმა პუტინის სტრატეგიული პოზიციის გასაუმჯობესებლად. ეს, უბრალოდ, გარდაუვალი რეალობაა. საუბარი არ არის ვინმეს მოტივზე, რატომ მისცეს წინააღმდეგ ხმა, საუბარია მხოლოდ მათი ხმის მიცემის შედეგზე. უკრაინის დამატებითი დაფინანსების წინააღმდეგ ხმა დააზარალებს უკრაინას და დაეხმარება რუსეთს. ეს დააზარალებს დემოკრატიას და დაეხმარება დიქტატორებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ არის ისტორიის სწორი გაკვეთილი და ყველა წევრმა, "დემოკრატმა" თუ "რესპუბლიკელმა", ხმა უნდა მისცეს დახმარების განხორციელების მხარდასაჭერად“, - განაცხადა სალივანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)