21:35 - 26 May, 2026
|
2023-12-04 22:54:48, 847 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი ორდღიანი ვიზიტით კატარში ჩავიდა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით კატარის დედაქალაქ დოჰაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ახალი ამბების სააგენტო Anadolu ავრცელებს. ერდოღანს ჰამადის საერთაშორისო აეროპორტში კატარის ვიცე-პრემიერი და თავდაცვის მინისტრი ხალიდ ბინ მუჰამედ ალ ატიაჰი, დოჰაში თურქეთის ელჩი მეჰმედ მუსტაფა გოქსუ და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში ერდოღანი და კატარის ამირა, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანი თურქეთ-კატარის უმაღლესი სტრატეგიული კომიტეტის მეცხრე შეხვედრას უხელმძღვანელებენ. როგორც მედიასაშუალება წერს, მოსალოდნელია, რომ ლიდერები გაცვლიან მოსაზრებებს რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, მათ შორის ისრაელის თავდასხმებს ღაზაზე და პალესტინის ტერიტორიებზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)