21:35 - 26 May, 2026
|
2023-12-04 17:49:29, 891 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
თურქეთში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას abc NEWS-ი ავრცელებს. როგორც abc NEWS-ი კატასტროფების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით წერს, მიწისძვრის ეპიცენტრი მარმარილოს ზღვაში, ქალაქ გემლიკში, ბურსას პროვინციაში იყო. ბიძგები კი სტამბოლსა და სხვა მიმდებარე რეგიონებშიც იგრძნობოდა. სააგენტოს ცნობითვე, მიწისძვრის სიღრმემ 9 კმ შეადგინა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. შეგახსენებთ, რომ თებერვალში თურქეთში 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომელმაც თურქეთის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე 11 პროვინცია დაანგრია. აღსანიშნავია, ასევე რომ მომხდარი მიწისძვრის შედეგად თურქეთში 50 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)