21:35 - 26 May, 2026
|
2023-12-04 12:39:10, 751 ნახვა
მსოფლიო
ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევას 11 მთამსვლელი ემსხვერპლა
ინდონეზიაში ვულკან მარაპის ამოფრქვევის შედეგად 11 მთამსვლელი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მედია სამაშველო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ გარდაცვლილთა ცხედრები დასავლეთ სუმატრაში იპოვეს. სამაშველო სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ვულკანის ამოფრქვევას გადარჩენილი 3 ადამიანია ნაპოვნი, დაკარგულად მიიჩნევა 12, რომელთა სამძებრო სამუშაოები უსაფრთხოების გამო, დროებით შეჩერებულია. ხელისუფლება აცხადებს, რომ კვირას, ვულკანის ამოფრქვევის დროს დასავლეთ სუმატრაში 75 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან 26 ევაკუირებული არ იყო. ცნობისთვის, კუნძულ სუმატრაზე მდებარე ვულკან მარაპის ყველაზე მასშტაბური ამოფრქვევა 1979 წელს მოხდა, რასაც 60 ადამიანი ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)