21:35 - 26 May, 2026
|
2023-12-04 10:21:16, 665 ნახვა
მსოფლიო
ენტონი ბლინკენსა და კატარის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და კატარის პრემიერ-მინისტრ შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანიმს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, საუბრისას განხილვის მთავარი თემა იყო მიმდინარე ძალისხმევა, რათა ხელი შეუწყონ მძევლების უსაფრთხო დაბრუნებას და ღაზას სექტორის მცხოვრებლებისთვის დახმარების გაზრდას. „ბლინკენმა მადლობა გადაუხადა კატარის პრემიერ-მინისტრს გაწეული თანამშრომლობისა და ძალისხმევისთვის "ჰამასის" მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლებისა და ღაზას სექტორში ჰუმანიტარული პაუზების უზრუნველსაყოფად",- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)