21:35 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-02 16:01:32, 709 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი - „ჰამასს“ ტერორისტულ დაჯგუფებად არ მივიჩნევ

ჩემს პოზიციას ვიცავ. რაც არ უნდა თქვან, მე „ჰამასს“ ტერორისტულ დაჯგუფებად არ მივიჩნევ, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

როგორც The Times Of Israel-ი წერს, ერდოღანი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ისრაელის ოფიციალური პირების დასჯისკენ მოუწოდებს და   ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს გამოყოფს.

ველოდები, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო „ღაზის ჯალათების“, განსაკუთრებით ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პასუხისმგებლობას უზრუნველყოფს", - განაცხადა ერდოღანმა.

მისი თქმით, „ჰამასის“ გამორიცხვა და განადგურება გამოსავალი არ არის.

ჩემს პოზიციას ვიცავ. რაც არ უნდა თქვან, მე „ჰამასს“ ტერორისტულ დაჯგუფებად არ მივიჩნევ. „ჰამასის“ გამორიცხვა და განადგურება არ არის გამოსავალი", - აღნიშნა ერდოღანმა.

მისივე თქმით, ღაზაში ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის ხოცვა-ჟლეტა ისტორიაში შავი ლაქის სახით არის აღბეჭდილი.

„ეს არის სახელმწიფო ტერორიზმი. ჩვენ არ შეგვიძლია გავჩუმდეთ ამ სახელმწიფო ტერორიზმის წინააღმდეგ. მსოფლიო არასოდეს დაივიწყებს ამ სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილ გულგრილობას. ისრაელის ოფიციალური პირები, რომლებიც გენოციდის მსხვერპლად იყვნენ ცნობილი, ახლა გადაიქცნენ თავიანთი წინაპრების მკვლელებად“, - დასძინა ერდოღანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics