|
2023-12-01 16:13:20, 652 ნახვა
მსოფლიო
ლავროვი - ბლინკენი და ბორელი მშიშრები არიან, მათ გულწრფელი საუბრის ეშინიათ
ენტონი ბლინკენი და ჯოზეფ ბორელი უბრალოდ, მშიშრები არიან, ეშინიათ ყოველგვარი გულწრფელი საუბრის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. ლავროვის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სკოპიიდან ადრე წასვლა სიმხდალის დემონსტრირებაა. „როგორც ვხვდები, ბლინკენი წავიდა და ბორელიც წავიდა. რატომ ხდება ასე? ალბათ, ფიქრობენ, რომ ამით ხაზს უსვამენ რუსეთის იზოლაციის განზრახვას, მაგრამ ვფიქრობ, ისინი, უბრალოდ, მშიშრები არიან, ეშინიათ ყოველგვარი გულწრფელი საუბრის ფაქტებით ხელში“,- განაცხადა სერგეი ლავროვმა. ცნობისთვის, ეუთოს მინისტერიალი ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში იმართება. ჩრდილოეთ მაკედონიამ, რომელიც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანაა, მინისტერიალზე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიწვია. აღნიშნულის გამო, ბალტიის ქვეყნებმა და უკრაინამ სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვეს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქი ლავროვის ჩასვლამდე დატოვა და ისრაელში გაემგზავრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)