20:22 - 26 May, 2026
|
2023-12-01 09:28:21, 824 ნახვა
მსოფლიო
IDF - „ჰამასმა“ წითელ ჯვარს 6 მძევალი გადასცა
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ინფორმაციით, ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" წითელ ჯვარს 6 მძევალი გადასცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. IDF-ის ცნობით, მძევლები ახლა წითელი ჯვრის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და ისრაელისკენ მიემართებიან. "წითელი ჯვრის მიერ მოწოდებული ინფორმაციას მიხედვით, 6 ებრაელი მძევალი უკვე გადაჰყავთ ისრაელის ტერიტორიაზე", - ნათქვამია IDF-ის განცხადებაში. ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 24 ნოემბერს ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა, ტერორისტული დაჯგუფების მიერ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორში გატაცებული მძევლების გათავისუფლების რამდენიმე რაუნდი შედგა, რის სანაცვლოდაც ისრაელმა პალესტინელი პატიმრები გაათავისუფლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)