20:22 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-30 16:42:00, 679 ნახვა

მსოფლიო
შვედეთის საგარეო მინისტრი - შვედეთი მოლდოვისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზას მხარს უჭერს

შვედეთი მხარს უჭერს მოლდოვისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზას, - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა ეუთოს მინისტერიალზე განაცხადა.

ბილსტრომის თქმით, რუსეთი ეუთოს წევრ ქვეყნებში მავნე ზეგავლენის გაფართოებას აგრძელებს.

„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი აგრძელებს მავნე ზეგავლენის გაფართოებას ეუთოს წევრ ქვეყნებში. ამ კონტექსტში მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ვადასტურებ შვედეთის მხარდაჭერას მოლდოვისა და საქართველოს მიმართ, მათი მედეგობის, უსაფრთხოების გაძლიერებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისადმი, ასევე, მათი ევროპული ინტეგრაციის გზის მიმართ“, - განაცხადა ტობიას ბილსტრომმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
თსუ-სთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
პრეზიდენტი მატარელა: იტალია ყურადღებით აკვირდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics