|
2023-11-30 12:58:55, 702 ნახვა
მსოფლიო
Associated Press - ენტონი ბლინკენმა სკოპიე სერგეი ლავროვის ჩასვლამდე დატოვა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ჩასვლამდე დატოვა და ისრაელში გაემგზავრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Associated Press-ი ავრცელებს. როგორც ბლინკენმა X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) დაწერა, ჩრდილოეთ მაკედონიის დატოვებამდე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბუიარ ოსმანს შეხვდა. "პროდუქტიული საუბრები ჩემს კოლეგებთან სკოპიეში ეუთოს მინისტერიალზე დღეს. მიუხედავად რუსეთის ობსტრუქციონიზმისა, ჩვენ ვრჩებით ეუთოს, მისი დამფუძნებელი პრინციპებისა და მიღწეული შედეგების ერთგულნი", - წერს ბლინკენი. ცნობისთვის, ეუთოს მინისტერიალი ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში 30 ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე გაიმართება. ჩრდილოეთ მაკედონიამ, რომელიც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანაა, მინისტერიალზე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიწვია. აღნიშნულის გამო, ბალტიის ქვეყნებმა და უკრაინამ სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვეს. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)