|
2023-11-29 17:21:24, 659 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანმა ნეთანიაჰუს „ღაზას ყასაბი“ უწოდა და „ცაჰალის“ ქმედებები გენოციდად შეაფასა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარლამენტის სხდომაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს „ღაზას ყასაბი“ უწოდა და „ცაჰალის“ ქმედებები გენოციდად შეაფასა. ერდოღანის განცხადებით, თურქეთი გააგრძელებს მცდელობებს, რათა საერთაშორისო სასამართლოებში პასუხი აგებინოს ისრაელის ხელისუფლებას "იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც ბენიამინ ნეთანიაჰუს ხელისუფლებამ ღაზას სექტორში ჩაიდინა". „ჩემი ღაზელი ძმები კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ვერაგული თავდასხმის მსხვერპლები გახდნენ. ისრაელელმა სამხედროებმა გენოციდი მოაწყვეს, ისინი წვავდნენ და ანადგურებდნენ ადამიანებს მთელი კაცობრიობის თვალწინ. 2,3 მილიონი ადამიანის წინააღმდეგ გენოციდი განხორციელდა. ნეთანიაჰუ, რომელმაც ეს ჩაიდინა, უკვე შევიდა ისტორიაში როგორც ღაზას ყასაბი“, - განაცხადა ერდოღანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)