|
2023-11-29 13:26:08, 709 ნახვა
მსოფლიო
AFP - „ჰამასი“ მზადაა, ისრაელთან დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კიდევ 4 დღით გაახანგრძლივოს
ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ მზადაა, ისრაელთან დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კიდევ 4 დღით გაახანგრძლივოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Agence France Presse ავრცელებს. AFP-ის ცნობით, „ჰამასმა“ ინიციატივის შესახებ შუამავლებს უკვე აცნობა და აღნიშნა, რომ ზავის გახანგრძლივების შემთხვევაში, მათ ისრაელელი ტყვეების გათავისუფლება შეეძლებათ. „ჰამასმა“ შუამავლებს აცნობა, რომ იგი მზადაა, ზავი კიდევ 4 დღით გააგრძელოს, რათა არსებული ზავის პირობების მიხედვით, ისრაელის მიერ დაკავებული პატიმრების გათავისუფლება გაგრძელდეს", - წერს AFP. გამოცემის ცნობითვე, არსებული შეთანხმების თანახმად, ტერორისტულმა დაჯგუფებამ ისრაელელი ბავშვები და ასევე ის ქალები უნდა გაათავისუფლოს, რომლებიც ისრაელის თავდაცვის ძალებში არ მსახურობდნენ. როგორც გამოცემა წერს, ღაზაში ამ დროისთვის, მძევლად 9 ბავშვი რჩება, რომელთა შორის ყველაზე პატარა 10 თვისაა. ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 24 ნოემბერს ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა, ტერორისტული დაჯგუფების მიერ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორში გატაცებული მძევლების გათავისუფლების რამდენიმე რაუნდი შედგა, რის სანაცვლოდაც ისრაელმა პალესტინელი პატიმრები გაათავისუფლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)