19:23 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-28 22:46:55, 676 ნახვა

მსოფლიო
სტოლტენბერგი - ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განვიხილავთ, როგორ გავაძლიეროთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვა

დღეს ჩვენ განვიხილავთ, როგორ გავაძლიეროთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვა, გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი და გავაღრმაოთ ჩვენი პარტნიორობა, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

გარდა ამისა, მინისტერიალზე განიხილება ჩინეთსა და დასავლეთ ბალკანეთთან, აგრეთვე, ღაზასთან დაკავშირებული საკითხები.

„დღეს ჩვენ განვიხილავთ, როგორ გავაძლიეროთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვა, გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი და გავაღრმაოთ ჩვენი პარტნიორობა. ასევე, განვიხილავთ ნატოს 75-ე საიუბილეო სამიტის მომზადების საკითხებს, რომელიც მომავალ წელს ვაშინგტონში გაიმართება. მოკავშირეები უკრაინას კვლავ ურყევად უჭერენ მხარს და ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ უკრაინა ნატოსთან დავაახლოოთ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სომხეთის თანამშრომლობა აშშ-სთან და ევროკავშირთან რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული - მირზოიანი
საგარეო საქმეთა მინისტრს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება
ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics