|
2023-11-28 16:30:21, 659 ნახვა
მსოფლიო
მეცოლა - ევროპარლამენტის ხელმძღვანელობა უკრაინის EU-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარს უჭერს
ევროპარლამენტის ხელმძღვანელობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარს უჭერს, - აღნიშნულის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა. მეცოლას თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არა მხოლოდ ევროპული კანონებისა და წესების ეროვნულ კანონმდებლობაში გადატანაა, არამედ ეს პროცესი ქვეყნის საზოგადოებაში გარდაქმნებს მოითხოვს. "უკრაინა შთამბეჭდავ ძალისხმევას იჩენს და ევროპარლამენტის პრეზიდენტების კონფერენციამ დაადასტურა, რომ უკრაინას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად მყარი საფუძველი აქვს", - განაცხადა მეცოლამ. მისივე თქმით, უკრაინა არის და დარჩება ევროპარლამენტის პრიორიტეტად. "უკრაინა არის და დარჩება ევროპარლამენტის პრიორიტეტად. უკრაინას შეუძლია ევროპარლამენტის მუდმივი ძალისხმევისა და მზადყოფნის იმედი ჰქონდეს. ევროპარლამენტი მხარს დაუჭერს უკრაინელი ხალხის ლეგიტიმურ ამბიციებსა და მისწრაფებებს", - დასძინა მეცოლამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)