|
2023-11-27 22:59:19, 607 ნახვა
მსოფლიო
ფინეთის პრემიერი - რუსეთიდან მიგრანტების ნაკადის რაოდენობა ჰიბრიდულ თავდასხმას უტოლდება
რუსეთიდან მიგრანტების ნაკადის რაოდენობა ჰიბრიდულ თავდასხმას უტოლდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი საკუთარ მოქალაქეებს დოკუმენტაციის გარეშე ფინეთში გადასვლის საშუალებას აძლევს, რის გამოც ფინეთმა რუსეთთან ერთის გარდა ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი დახურა. „მიგვაჩნია, რომ ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. ჩვენს შემთხვევაში, რუსეთის ხელისუფლებამ დოკუმენტაციის გარეშე პირს ფინეთში გადმოსვლის საშუალება მისცა. ჩვენ კვლავ ვხედავთ, რომ რუსეთის სასაზღვრო სამსახური მათ ფინეთში შემოსვლაშიც კი ეხმარება. უკანონო შემოსვლის სწრაფი ზრდის გამო, საჭირო გახდა მკაცრი ზომების მიღება. ჩვენ დავკეტეთ ყველა ჩვენი სასაზღვრო გამშვები პუნქტი აღმოსავლეთ საზღვარზე ერთის გარდა. ჩვენ მზად ვართ ესეც დავხუროთ, თუ საჭირო იქნება“, - განაცხადა ორპომ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)