|
2023-11-27 21:23:45, 673 ნახვა
მსოფლიო
მედია - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ბრიუსელში ჩავა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ბრიუსელში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. როგორც მედია წერს, კულებას ვიზიტი 28-29 ნოემბერს შედგება. ვიზიტის მიზანი ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერის მობილიზება, უკრაინის ორივე ორგანიზაციაში გაწევრიანების ხელშეწყობა, განსაკუთრებით დეკემბერში ევროსაბჭოს შემდეგი შეხვედრისთვის მომზადების კონტექსტში. 28 ნოემბერს დაგეგმილია შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან. „უკრაინის დიპლომატიის ხელმძღვანელი ნატოს მოკავშირეებს აცნობებს ფრონტზე არსებულ ვითარებას და უკრაინის პრიორიტეტულ სამხედრო საჭიროებებს და ასევე განიხილავს 2024 წლის ადაპტირებულ წლიურ ეროვნულ პროგრამას ნატოს ვაშინგტონის სამიტისთვის მზადების ფონზე“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)