|
2023-11-27 12:22:48, 796 ნახვა
მსოფლიო
AP - ტანკერი, რომელზეც საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა, გამტაცებლებმა აშშ-ის მოთხოვნის შემდეგ გაათავისუფლეს
ტანკერი, რომლის ბორტზე საქართველოს მოქალაქეც იმყოფებოდა, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მოთხოვნის შემდეგ გაათავისუფლეს, გამტაცებლები კი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მოთხოვნის შემდეგ გამტაცებლებმა გემი დატოვეს და ნავით გაქცევა სცადეს, თუმცა მათ ამერიკული გამანადგურებელი აედევნა და საბოლოოდ ჩაბარდნენ. "ხუთმა შეიარაღებულმა პირმა გემი დატოვა და გაქცევა პატარა ნავით სცადა. Mason დაედევნა თავდამსხმელებს, რის შედეგადაც ისინი საბოლოოდ ჩაბარდნენ", - აცხადებენ აშშ-ის სამხედრო ცენტრალურ სარდლობაში. Associated Press-ის ცნობით, ცენტრალურ სარდლობას გამტაცებლების ვინაობა არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნეს, რომ სატვირთო ხომალდის მოვლენებიდან მცირე ხანში ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი ჰუსიტების კონტროლირებადი ტერიტორიიდან საბრძოლო გემის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა ისროლეს. რაკეტები ადენის ყურეში, ხომალდებიდან 18.5 კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა და არავინ დაშავებულა. შეგახსენებთ, რომ ტანკერი იემენთან 25 ნოემბერს გაიტაცეს. მასზე კი ეკიპაჟის 22 წევრი, მათ შორის საქართველოს, ბულგარეთის, ინდოეთის, ფილიპინების, რუსეთის და ვიეტნამის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)