18:23 - 26 May, 2026
|
2023-11-27 10:30:12, 724 ნახვა
მსოფლიო
CNN - ვერმონტში 3 პალესტინელი სტუდენტი დაჭრეს
აშშ-ის შტატ ვერმონტში პალესტინელი წარმოშობის 3 სტუდენტი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. შემთხვევა ბერლინგტონში, ქუჩაში მოხდა. როგორც მედია ბერლინგტონის პოლიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით იუწყება, "ორის მდგომარეობა სტაბილურია, ერთმა კი გაცილებით მძიმე დაზიანებები მიიღო". პოლიციის ინფორმაციით, "მათ მამაკაცი იარაღით დაუპირისპირდა". "საუბრის გარეშე მან პისტოლეტიდან, სულ მცირე, 4 ტყვია გაისროლა და სავარაუდოდ, ფეხით გაიქცა“,- აცხადებენ პოლიციაში. დაშავებულთაგან 2 აშშ-ის მოქალაქე, ერთი კი კანონიერი რეზიდენტია. სამოქალაქო უფლებების დამცველი ორგანიზაციები და მსხვერპლთა ოჯახები მოუწოდებენ ხელისუფლებას, გამოიძიოს შემთხვევა, როგორც სიძულვილის დანაშაული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)