|
2023-11-27 09:38:36, 818 ნახვა
მსოფლიო
CNN - „ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელთან ოთხდღიანი ზავის გახანგრძლივება სურს
ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელთან ოთხდღიანი ზავის გახანგრძლივება სურს. აღნიშნულის შესახებ CNN- წერს. როგორც დაჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „ჰამასს“ სურს, გააგრძელოს ზავი ოთხდღიანი პერიოდის დასრულების შემდეგ, სერიოზული ძალისხმევით გაზარდოს პატიმრობიდან გათავისუფლებულთა რიცხვი, როგორც ეს გათვალისწინებულია ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით“. ამასთან, როგორც კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაჯედ ალ-ანსარიმ განაცხადა, ზავის გაგრძელება ისრაელ-"ჰამასს" საშუალებას მისცემს დანარჩენ მძევლებთან დაკავშირებით "უფრო სერიოზულ დისკუსიებში შევიდნენ". „რისი იმედიც გვაქვს, არის ის, რომ იმპულსი, რომელიც მოჰყვა მძევლების გათავისუფლებას ამ ოთხდღიანი შეთანხმებისას, საშუალებას მოგვცემს, გავაგრძელოთ ზავი ამ ოთხი დღის შემდგომ და შესაბამისად, უფრო სერიოზულ დისკუსიებში შევიდეთ დანარჩენი მძევლების შესახებ“, - განაცხადა კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა. ცნობისთვის, 24 ნოემბერს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა და მძევლების გათავისუფლების პირველი რაუნდი შედგა, რომლის ფარგლებშიც"ჰამასმა" 24 მძევალი გაათავისუფლა. პირველი რაუნდის შემდეგ ტერორისტული დაჯგუფების ტყვეობიდან ასევე გათავისუფლდა 13 ისრაელელი და 4 ტაილანდელი მოქალაქე, რომელთა სანაცვლოდაც ისრაელმა 39 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)