|
2023-11-27 09:29:03, 776 ნახვა
მსოფლიო
ნეთანიაჰუ - ბაიდენს ვუთხარი - მზად ვარ, გავაგრძელო ზავი, მაგრამ როგორც კი ის დასრულდება, სახმელეთო ოპერაცია სრული ძალით დაბრუნდება
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს უთხრა, რომ მზად არის, გააგრძელოს მოქმედი ზავი, მაგრამ როგორც კი ის დასრულდება, ისრაელის სახმელეთო ოპერაცია სრული ძალით დაბრუნდება. როგორც The Times of Israel-ი იტყობინება, ამის შესახებ ნეთანიაჰუმ ვიდეოგანცხადებაში ისაუბრა. "ჩვენ მოვიყვანეთ სახლში მძევლების კიდევ ერთი ჯგუფი, ბავშვები და ქალები. მე აღფრთოვანებული ვარ მთელ ერთან ერთად, როდესაც ვხედავთ გაერთიანებულ ოჯახებს... შეთანხმების ბოლოს ჩვენ ვბრუნდებით სრული ძალით, რათა განვახორციელოთ ჩვენი მიზნები - გავანადგუროთ "ჰამასი", უზრუნველვყოთ, რომ ღაზა არ დაუბრუნდეს იმას, რაც იყო და რა თქმა უნდა, გავათავისუფლოთ ყველა ჩვენი მძევალი",- აცხადებს ბენიამინ ნეთანიაჰუ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)