18:23 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-26 14:41:18, 853 ნახვა

მსოფლიო
ჰაგარი - მძევლების დაბრუნება ჩვენი მორალური ვალდებულებაა - გადავწყვიტეთ, ყველა გზა გამოვიყენოთ

მძევლების დაბრუნება ჩვენი მორალური ვალდებულებაა,- ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.

ჰაგარის თქმით, ისრაელი ამ მოვალეობის შესასრულებლად ყველა გზას გამოიყენებს.

"ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს შუამავლების ჩართულობით. მძევლების დაბრუნება ჩვენი მორალური ვალდებულებაა. მტკიცედ გადავწყვიტეთ, გამოვიყენოთ ყველა გზა ამ მოვალეობის შესასრულებლად.

პროგრესის შესახებ ვაცნობებთ ოჯახებს და საზოგადოებას, როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება," - ამბობს ჰაგარი.

ცნობისთვის, მძევლების გათავისუფლების პირველი რაუნდი 24 ნოემბერს გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, "ჰამასმა" 24 მძევალი გაათავისუფლა. პირველი რაუნდის შემდეგ ტერორისტული დაჯგუფების ტყვეობიდან ასევე გათავისუფლდა 13 ისრაელელი და 4 ტაილანდელი მოქალაქე, რომელთა სანაცვლოდაც ისრაელმა 39 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics