18:23 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-25 16:38:12, 750 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი - ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის ერთ-ერთი მიზეზი საუდის არაბეთისა და აშშ-ის დაახლოება გახდა

ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის ერთ-ერთი მიზეზი საუდის არაბეთისა და აშშ-ის დაახლოება გახდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენის თქმით, არაბული ქვეყნების უმრავლესობა დაინტერესებულია იმით, რომ რეგიონში დინამიკის შესაცვლელად ერთმანეთთან კოორდინირებულად იმუშაონ.

„ვერ დავამტკიცებ იმას, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ მჯერა, რომ „ჰამასის“ თავდასხმის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ მე საუდის არაბეთთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ძალიან აქტიურად ვმუშობ, რათა მათ ისრაელი და მისი არსებობის უფლება აღიარონ, რეგიონში კი მშვიდობა დამყარდეს. არაბული ქვეყნების უმრავლესობა დიდად დაინტერესებულია იმაში, რომ კოორდინირებულად იმუშაონ ერთმანეთთან რეგიონში დინამიკის შესაცვლელად და ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად. ამ მიმართულებით მუშაობას აუცილებლად გავაგრძელებ“, - განაცხადა ბაიდენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics