02:32 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-10 10:13:49, 871 ნახვა

ეკონომიკა
ბაზისბანკს USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამისგან „სკოლის მხარდამჭერი ბიზნესის“ ჯილდო გადაეცა

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მიერ ორგანიზებული სკოლა-ბიზნესის ფორუმი ზუგდიდში გაიმართა. ღონისძიებაზე მოსწავლებლებმა ადგილობრივი ბიზნესების წარმომადგენლებს 14 სხვადასხვა პროექტი გააცნეს, რომლებიც სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებას ისახავდნენ მიზნად.

ღონისძიება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის კერძო სექტორის ჩართულობის სპეციალისტმა, ელენე ჩხეიძემ გახსნა. დამსწრეებს ბაზისბანკის მიერ განხორციელებული CSR აქტივობები გააცნო ზუგდიდის ფილიალის მმართველმა ირაკლი გოგიშვილმა.

წლის განმავლობაში განხორციელებული CSR აქტივობებისა და მოსწავლეთა პროექტების აქტიური მხარდაჭერისთვის, ბაზისბანკს "სკოლის მხარდამჭერი ბიზნესის” ჯილდო გადაეცა.

„ბაზისბანკი აქტიურად არის ჩართული USAID-ის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო აქტივობებში და როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ახალგაზრდების სამოქალაქო განათლების პროგრამებში. დარწმუნებული ვარ, რომ ბაზისბანკის და USAID-ის პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება და მნიშვნელოვან სიტყვას ვიტყვით მომავალი თაობის განათლებისა და წახალისების მიმართულებით",- აცხადებს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics