|
2023-10-25 20:24:39, 657 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი - ნატოს მოკავშირეების დასაცავად იარაღის წარმოებაში არაეთიკური არაფერია
ნატოს მოკავშირეების დასაცავად იარაღის წარმოებაში არაეთიკური არაფერია, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა შვედეთში, ნატოს ინდუსტრიის ფორუმზე განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, ინდუსტრიის ლიდერები ნატოს პრიორიტეტებთან შესაბამისობაში უნდა მოვიდნენ. "ზოგიერთ ინვესტორს მცდარი აზრი აქვს, რომ თავდაცვის ინდუსტრია რაღაცნაირად არაეთიკურია. მაგრამ არაფერია არაეთიკური იარაღის წარმოებაში ნატოს მოკავშირეების დასაცავად. ჩვენი თავისუფლების დაცვაში არაეთიკური არაფერია, არაფერია არაეთიკური, დავეხმაროთ უკრაინელ ჯარისკაცებს საკუთარი ქვეყნის დაცვაში. მართლაც, მრეწველობის გარეშე თავდაცვა, შეკავება და უსაფრთხოება არ არსებობს. ამიტომ მე რეალურად ძალიან მადლობელი ვარ იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ, ყოველდღე, როგორც თავდაცვის ინდუსტრია. ამიტომ მთავრობებს, ერებსა და თავდაცვის ინდუსტრიას შორის ურთიერთობა ყოველთვის მნიშვნელოვანია", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)