|
2023-10-25 13:41:42, 631 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ ქვეყანამ „აბრეშუმის გზის ფორუმს“ ღირსეულად უმასპინძლოს
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „თბილისის სილქ როუდ ფორუმის" გახსნის წინ ის ლოკაციები დაათვალიერა, სადაც ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ლევან დავითაშვილი დღეს პირადად გაეცნო საორგანიზაციო სამუშაოების დასკვნით ეტაპს, კერძოდ, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, სადაც გახსნის ცერემონია და რამდენიმე პანელური სესია შედგება და სასტუმრო „ბილტმორში", სადაც ასევე რამდენიმე პანელური სესია და პარალელური ღონისძიებები გაიმართება. „აბრეშუმის გზის ფორუმის" მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია, ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ ქვეყანამ ღირსეულად უმასპინძლოს მორიგ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს", - აცხადებს ვიცე-პრემიერი. ამასთან, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, წლევანდელი ფორუმი იმითაა გამორჩეული, რომ გარდა უმაღლესი დონის დელეგაციებისა - პრემიერების, ვიცე- პრემიერების, მინისტრების დონეზე, ღონისძიებაზე ასევე აქტიურად და მაღალ დონეზე იქნება წარმოდგენილი ბიზნესსექტორი. „დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის საქართველოში არსებული ეკონომიკური რეფორმების პროგრესის გამოძახილი და ასევე იმ წარმატების, რომელიც ეკონომიკური კუთხით ქვეყანას აქვს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. „აბრეშუმის გზის ფორუმს" თბილისი 26 – 27 ოქტომბერს, უკვე მეოთხედ უმასპინძლებს. მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 2 000-ზე მეტი დელეგატი და სტუმარი 60-მდე ქვეყნიდან. წლევანდელი ფორუმი უპრეცედენტოა არამარტო მონაწილეთა რაოდენობის, არამედ მაღალი წარმომადგენლობითი დონის თვალსაზრისითაც. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური პანელური დისკუსიები მნიშვნელოვან, საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა თემებზე. ღონისძიების მთავარი თემა წელს „დაკავშირებადობა" იქნება.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)