06:26 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-19 09:26:46, 805 ნახვა

მსოფლიო
BBC - ეგვიპტე რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნას დათანხმდა

ეგვიპტე დათანხმდა რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნას, რათა ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის 20-მდე სატვირთო მანქანა შევიდეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნასთან დაკავშირებით პირველად განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკეთა, მოგვიანებით კი, ეგვიპტემაც დაადასტურა.

"ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ალ-სისი და ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეთანხმდნენ ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მდგრად მიწოდებაზე რაფაჰის ტერმინალის გავლით",- განაცხადა ეგვიპტის პრეზიდენტის სპიკერმა, აჰმედ ფაჰმიმ.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, ეგვიპტე უარს ამბობდა, კორიდორი გაეხსნა პალესტინელი ლტოლვილებისთვის, რომლებიც ღაზას სექტორის დატოვებას ცდილობდნენ. ამასთან, ოფიციალური კაირო აშშ-სთან ღაზას სექტორის მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად დერეფნის გახსნას განიხილავდა.

ამასთან, გუშინ, 18 ოქტომბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი არ დაუშვებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას მისი ტერიტორიიდან ღაზას სექტორისთვის, სანამ არ გათავისუფლდებიან ტერორისტული ჯგუფების მიერ გატაცებული მძევლები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics