23:14 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-18 21:17:14, 1082 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - ტრანსკასპიური დერეფანი - ეს არის ეფექტური გზა ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის გასაძლიერებლად

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ინტერვიუ მისცა ჩინეთის ტელევიზიას, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებული პარტნიორულ ურთიერთობებსა და მათი განვითარების პერსპექტივებზე, ტრანსკასპიური დერეფნის როლსა და საჭიროებაზე არსებული საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ტრანსკასპიური დერეფნის ხარისხი,  ტრანსკასპიური კავშირი აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინზე, შესაბამისად, ევროპა-აზიის გზაგასაყარზე მდებარე საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„ტრანსკასპიური დერეფანი დააკავშირებს ჩინეთს, ყაზახეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს და შემდეგ ევროკავშირს. საქართველოს გავლით ტვირთი შეიძლება წავიდეს თურქეთში ან პირდაპირ ევროპის ქალაქებში. ეს არის ეფექტური გზა ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის გასაძლიერებლად. „სარტყლისა და გზის ინიციატივა"  მასშტაბური ინფრასტრუქტურული საინვესტიციო ინიციატივაა, მნიშვნელოვანია, რომ მონაწილე ქვეყნებმა თავიანთი ინფრასტრუქტურა განავითარონ. ჩვენ ვხედავთ ჩინეთის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ასევე ნათლად ვხედავთ ამ ქვეყნებს შორის ვაჭრობის მნიშვნელოვან ზრდას", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics