|
2023-10-18 09:48:52, 728 ნახვა
მსოფლიო
მიშელი - სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა არ შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას
სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა არ შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას,- ასე გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელ ღაზაში, ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას. მიშელის თქმით, აფეთქების შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრის დროს შეიტყო. "ეს ინფორმაცია მაშინ მივიღეთ, როდესაც ლიდერები ვირტუალურ შეხვედრაზე ვიყავით შეკრებილი. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა არ შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას",- განაცხადა მიშელმა. შეგახსენებთ, გუშინ, 17 ოქტომბერს ღაზას სექტორში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში აფეთქება მოხდა, რასაც 500-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, საავადმყოფოში აფეთქება ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური ჯიჰადის” მიერ გაშვებული რაკეტის ჩამოვარდნამ გამოიწვია. თავად „ისლამური ჯიჰადი“ აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს და მომხდარში ისრაელს ადანაშაულებს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)