23:14 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-17 13:53:54, 1114 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ 31 ოქტომბერს B2B აგროფორუმს გამართავს

„საქართველოს ბანკი“ რეგიონებში ბიზნესის განვითარებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. აგრო წარმოების მხარდაჭერის და აგროსექტორის გაძლიერების მიზნით, „საქართველოს ბანკი“, USAID-ის სოფლის მეურნების პროგრამასთან და EFSE Entrepreneurship Academy-სთან ერთად, 31 ოქტომბერს B2B აგროფორუმს გამართავს.

B2B აგროფორუმის მიზანს ქართველი მეწარმეებისთვის ექპორტზე გასვლის ხელშეწყობა წარმოადგენს. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ მეწარმეები, რომლებსაც მოჰყავთ ხილი, კაკლოვანი და დაფნის კულტურები, აწარმოებენ ღვინოს და სურთ საკუთარი პროდუქციის ექპორტზე გატანა. ფორუმს აგრეთვე დაესწრებიან საკონსულტაციო კომპანიები EuroMonitor, EDA, Eximcrop, Globalize და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც პროდუქტის წარმოებიდან ექსპორტამდე არიან ჩართული პროცესში.

შეხვედრაზე მეწარმეებსს ექნებათ გამოყოფილი სივრცე და შესაძლებლობა, გაეცნონ სიახლეებს და დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები.

ფორუმის ფარგლებში ასევე ჩატარდება:

  • პრეზენტაციები;
  • პანელური დისკუსიები;
  • საინფორმაციო შეხვედრები.

„საქართველოს ბანკისთვის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება რეგიონებში აგრო წარმოებისა და ბიზნესების მხარდაჭერაა. აღნიშნული ღონისძიების მიზანსაც მეწარმეებისთვის ექპორტზე გასვლის ხელშეწყობა და მათთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენა წარმოადგენს. ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ აგრო ექსპერტებს, ამასთან, შეხვდნენ ახალ ბიზნეს პარტნიორებს და დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები. აგრარული საქმიანობის წახალისებისა და ხელშეწყობის მიზნით ბანკმა არაერთი პროდუქტი შექმნა და ჩვენ აქ არ ვჩერდებით, რადგან მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივები რეგიონებში ეკონომიკურ გაძლიერებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რაც ქვეყნის გაძლიერების საწინდარია“ განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა

B2B აგროფორუმი USAID-ის სოფლის მეურნების პროგრამასთან ერთად ხორციელდება. ხუთწლიანი პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით, წაახალისოს სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც გააჩნია სამუშაო ადგილების შექმნისა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი.

B2B აგროფორუმზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, ფორუმში მონაწილეობისთვის შეირჩევა 50 მეწარმე. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics