|
2023-10-17 11:54:40, 643 ნახვა
მსოფლიო
IDF - ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ იძულებით გადაადგილება 500 000-მდე ადამიანს მოუწია
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც "ჰამასმა" ქვეყანაზე თავდასხმა განახორციელა, ისრაელის ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილება, დაახლოებით, 500 000 ადამიანს მოუწია. როგორც IDF-ის პრესსპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა, იძულებით გადაადგილებულ პირებს შორის არიან ის მოქალაქეებიც, რომლებიც ლიბანის საზღვრის მიმდებარე დასახლებებში ცხოვრობდნენ. "ღაზას სექტორის გარშემო ყველა დასახლება ევაკუირებულია მთავრობის დირექტივების შესაბამისად. ჩვენ არ გვინდა მშვიდობიანი მოქალაქეები საბრძოლო ზონასთან ახლოს",- თქვა კონრიკუსმა. როგორც BBC წერს, იმავდროულად, მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია ღაზაში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა. მოლაპარაკებები ჰუმანიტარული დერეფნის შესახებ, რომლითაც ადგილზე დახმარება უნდა შევიდეს, არაერთხელ ჩაიშალა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)