|
2023-10-17 10:13:06, 821 ნახვა
მსოფლიო
„ჰამასი“ ისრაელიდან გატაცებული მძევლის ვიდეოს ავრცელებს და აცხადებს, რომ ტყვედ 200-დან 250-მდე პირი ჰყავთ აყვანილი
ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, ღაზას სექტორში 200-დან 250-მდე ადამიანი ტყვედაა აყვანილი. აღნიშნული შესახებ ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ სპიკერმა, აბუ უბაიდამ განაცხადა. უბაიდას თქმით, ისრაელის სახმელეთო ოპერაცია „ჰამასის“ მებრძოლებს არ აშინებს და ისინი მზად არიან ამისთვის. გარდა ამისა, „ჰამასმა“ გაავრცელა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც მძევლადაა აყვანილი. ვიდეოში ახალგაზრდა ქალი აცხადებს, რომ ის 21 წლის მაია შემია შოჰამიდან, ისრაელიდან. მაია შემის გატაცებას ადასტურებს ისრაელის თავდაცვის ძალებიც. მათი განცხადებით, ისინი გატაცებული გოგონას ოჯახთან კავშირზე არიან. ცნობისთვის, 7 ოქტომბერს ისლამისტური დაჯგუფება "ჰამასი" ისრაელს დაესხა თავს. დაჯგუფების წევრებმა თავდასხმისას ასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, ათობით პირი კი, ღაზას სექტორში გაიტაცეს. გუშინ, 16 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ღაზას სექტორში "ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი 199 ადამიანი იმყოფება.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)