05:45 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-16 13:30:53, 815 ნახვა

მსოფლიო
IDF - ღაზას სექტორში „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი 199 ადამიანი იმყოფება

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერი დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ ღაზას სექტორში "ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი 199 ადამიანი იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

ჰაგარის თქმით, მძევლებს შორის ბავშვები, ქალები და მოხუცებიც არიან.

როგორც IDF-ის სპიკერი ამბობს, სამხედროებმა ოჯახებს უკვე შეატყობინეს, რომ მათი ახლობლები ღაზაში, "ჰამასის" ტყვეობაში იმყოფებიან.

"ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ გავიგოთ ღაზას სექტორში მძევლების ადგილსამყოფელი და ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია. არ განვახორციელებთ ისეთ თავდასხმას, რომელიც ჩვენს ხალხს საფრთხეს შეუქმნის",- ამბობს ჰაგარი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics