|
2023-10-14 18:01:21, 871 ნახვა
მსოფლიო
ცახალმა ღაზას მოსახლეობას კიდევ ექვსი საათი მისცა სამხრეთ რაიონებში გადასასვლელად
ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ათიათასობით ადამიანი გარბის. შაბათს ნაშუადღევს გაჩნდა ინფორმაცია, რომ ეგვიპტემ აშშ-ის მოქალაქეობის მქონე პალესტინელებისთვის დერეფანი გახსნა. ისრაელის არმიამ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ მისი თვითმფრინავები ყრიან ბროშურებს, სადაც მოსახლეობას ღაზას ჩრდილოეთი ნაწილის დატოვებისკენ მოუწოდებენ. შაბათს, IDF-მ ანკლავის მოსახლეობას მისცა კიდევ 6 საათი სამხრეთ რაიონებში გადასასვლელად. ჰამასმა ამას ადრე პროვოკაცია უწოდა და მოსახლეობას საკუთარ სახლებში დარჩენა მოსთხოვა. გაერო, არაბული ქვეყნები და ევროკავშირი შეშფოთებით გამოეხმაურნენ ღაზას მილიონზე მეტი მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანებას. ხოსეპ ბორელი, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი: "ამ (ევაკუაციის) გაფრთხილებასთან დაკავშირებით, რომ მილიონმა ადამიანმა უნდა დატოვოს ჩრდილოეთი ღაზა 24 საათის განმავლობაში. ისრაელი პირობას დებს, რომ მკაცრად უპასუხებს ჰამასის თავდასხმას. სახმელეთო ოპერაცია, სავარაუდოდ, მალე დაიწყება. შაბათს ნაშუადღევს გაჩნდა ინფორმაცია, რომ ეგვიპტემ, კაიროსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმებით, გახსნა დერეფანი აშშ-ს მოქალაქეობის მქონე პალესტინელებისთვის. ისრაელზე ჰამასის თავდასხმას სულ მცირე 1300 ადამიანი ემსხვერპლა. 120-ზე მეტი ისრაელი ჰამასის მძევლად არის აყვანილი, ხოლო 2200-ზე მეტი პალესტინელი გახდა ისრაელის საპასუხო დარტყმების მსხვერპლი. პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის გამწვავებას 16 რუსი ემსხვერპლა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)