04:17 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-13 13:56:16, 1558 ნახვა

მსოფლიო
ევროსაბჭომ რუსეთი დიქტატურად გამოაცხადა და საერთაშორისო თანამეგობრობას პუტინის არალეგიტიმურად აღიარებისკენ მოუწოდა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი დიქტატურად ცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის ხელმძღვანელი ევგენია კრავჩუკი ავრცელებს.

მისი თქმით, რეზოლუციის მიღებას მხარი 43-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა.

"ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აღიარა, რომ რუსეთის ფედერაცია გადაიქცა დე ფაქტო დიქტატურად, პუტინი კი დიქტატორად. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ახლახან ერთხმად დაუჭირა მხარი შესაბამის რეზოლუციას 43 ხმით",- წერს კრავჩუკი.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ასევე:

  • მოუწოდა საბჭოს წევრ ქვეყნებს პუტინის არალეგიტიმურად ცნობისკენ. ასევე, შეწყვიტონ მასთან ყველა კონტაქტი, გარდა ჰუმანიტარულისა.
  • მოუწოდა ISS-ის ქარტიის წევრ ქვეყნებს, დააპატიმრონ პუტინი, როდესაც ის მათ იურისდიქციაში მოხვდება დაკავების ორდერის საფუძველზე;
  • დაადასტურა სპეციალური ტრიბუნალის შექმნის მხარდაჭერა, რომელიც გადალახავდა "ტროიკას" იმუნიტეტს.

შეგახსენებთ, რომ მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics