|
2023-10-12 10:45:48, 627 ნახვა
მსოფლიო
ისრაელი - ღაზაზე საჰაერო დარტყმები გრძელდება - სამიზნე „ჰამასის“ მიწისქვეშა ქსელია
ისრაელი ღაზას სექტორზე საჰაერო იერიშს განაგრძობს. როგორც სამხედრო სპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა განაცხადა, ისრაელის თვითმფრინავების სამიზნე "ჰამასის" მიწისქვეშა ქსელია. მისი თქმით, ღაზას სექტორი უნდა განიხილებოდეს ორ ფენად - ერთი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მიწის დონეზე და მეორე მიწისქვეშა ფენა "ჰამასისთვის". "რაც "ჰამასმა" გააკეთა მას შემდეგ, რაც მათ კონტროლი აიღეს თითქმის 20 წლის წინ, იყო გვირაბების ქსელის აშენება ღაზას ქალაქიდან და ღაზას ქალაქის ქვეშ ხან იუნისამდე და რაფამდე. ჩვენ ვცდილობთ, მივაღწიოთ იმ მეორე ფენას, რომელიც "ჰამასმა" ააგო. ეს არ არის ბუნკერები მოსახლეობისთვის, რომლებზეც წვდომა უნდა ჰქონდეთ ისრაელის თავდასხმის დროს“,- ამბობს სპიკერი. ცნობისთვის, ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 300-მდე გაიზარდა. დაშავებულია 3 300 ადამიანი, მათ შორის 28 კრიტიკულ მდგომარეობაშია, 350-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა. ამ დრომდე უცნობია, "ჰამასის" მიერ ღაზას სექტორში გადაყვანილი, დაახლოებით, 150-მდე მოქალაქის მდგომარეობა. მსხვერპლთა რიცხვი იზრდება ღაზაშიც. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზას სექტორში ისრაელის იერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 200-ია. დაშავებულია 5 339 ადამიანი. გაეროს ცნობით, ღაზაში 338 000-ზე მეტი პირი იძულებით გადაადგილებულია.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)