|
2023-10-10 22:46:16, 920 ნახვა
მსოფლიო
დანიამ და შვედეთმა პალესტინას ფინანსური დახმარება შეუჩერეს
დანიამ პალესტინას ფინანსური დახმარება შეუჩერა. ამის შესახებ დანიის განვითარების თანამშრომლობისა და გლობალური კლიმატის პოლიტიკის მინისტრმა, დენ იორგენსენმა დანიურ მაუწყებელს განუცხადა. იორგენსენის თქმით, დანიისთვის მიუღებელია ტერორიზმი და აგრესია, აქედან გამომდინარე ქვეყანა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მისი ფული ირიბად ზემოთ ხსენებულის მხარდაჭერას მხარს არ უჭერს. "მიუღებელი ქმედებები, ტერორიზმი და ყველაზე უარესი აგრესია მოხდა. ჩვენ, ბუნებრივია, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ დანიის ფული ამას ირიბად არ უჭერს მხარს", - განმარტა მან. პალესტინისთვის დახმარების შეჩერების შესახებ შვედეთის განვითარების მინისტრმა, იოჰან ფორსელმაც განაცხადა, "ჩვენ არ გვინდა, რომ შვედი გადასახადის გადამხდელების ფული გადავიდეს იმ სუბიექტებზე, რომლებსაც არ აქვთ მკაფიო შეხედულება აბსოლუტურად ფუნდამენტურ საკითხებზე, რომლებშიც ისინი უარყოფენ ტერორიზმს. მაგრამ ჰუმანიტარული დახმარება გაგრძელდება და არ შეჩერდება ამ გადაწყვეტილების შედეგად", - თქვა ფორსელმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)